როგორია დიდ დიღომში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

დიდ დიღომში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

“მისი გადმოცემით, ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ნახვისას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობის არსებობა მარცხენა ქვემო კიდურის არეში. კონსულტირებულია ქირურგის მიერ. ჭრილობა დამუშავდა. ჩატარდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება, იმუნიზაცია, ლაბორატორიული ანალიზები ჩაბარებულია, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია”, – აცხადებს ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები