“ახლა დაიწყება ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური ჯანჯღარი” – ბაჩო დოლიძე
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წარმატებული პოლიტიკური მომავალი რთული წარმოსადგენია. მისივე თქმით, ახლა ხაბეიშვილის „პოლიტიკური ჯანჯღარი“ დაიწყება.
“როგორც ბორდს, ასევე თავმჯდომარეს და ასევე სხვა უწყებებს პარტიაში არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი გააჩნიათ და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც არ აქვთ. რაც შეეხება გვარამიას, გასაგებად გასცა პასუხი, რომ ის თავის თავს ვერ ხედავს იქ და მე ეს პასუხი არ გამკვირვებია.
რაც შეეხება ლევანის მომავალს, ცოტა რთულია, რადგან თუ დაიწყება ახლა დაიწყება ლევანის პოლიტიკური ჯანჯღარი”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.