სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრები საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრები საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ინფორმაცია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თბილისი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს 26-27 ოქტომბერს მასპინძლობს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.