სასწრაფო – სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა

თბილისში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება დღეიდან გაიზარდა, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალი დეკემბრის ჩათვლით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. მერის განმარტებით, დღეიდან უმცროს ექიმს და სასწრაფოს მძღოლს თითოეულ საათზე 60 თეთრით მეტი ანაზღაურება ექნება, ხოლო უფროს ექიმს – თითოეულ საათზე ერთი ლარით მეტი.
“გამოძახებები უნდა გახდეს უფრო ოპერატიული. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და შს სამინისტროს „112“-თან ამ მიმართულებით კოორდინირებულ მუშაობას გავაგრძელებთ. სერვისი, რომელსაც აღნიშნული სამსახური ეწევა, შედეგზე ორიენტირებული უნდა გახდეს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ მერიაში მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მერიამ 13 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა შეიძინა და კიდევ მოხდება ავტომანქანების შეძენა. მერმა ასევე განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების სისტემაში ჩატარდება კონკურსი, შეიქმნება საკონკურსო კომისია, შესაბამისი კვალიფიციურ კადრების შერჩევაში მერიის ორი წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად გამოცხადებულია უკვე კონკურსი 15-მდე ვაკანსიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები