სოზარ სუბარი – ჭიკაიძე განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. როგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” დესტაბილიზაციას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი ქმნიდა. “ნაციონალური მოძრაობა” დღეს კი არა, ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინაც დესტაბილიზაციას ქმნიდა. ეს მას ბუნებაში აქვს გამჯდარი – დესტაბილიზატორები არიან განცხადებებით, ქმედებებით და ყველაფრით. რაც შეეხება ჭიკაიძეს, ის მსგავს განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს”, – განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე საპოლიციო კონტროლს, მინისტრის შეფასებით, ამ ტიპის პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის არსებობდა და მოამავლშიც იარსებებს.
“გარკვეული ტიპის პრევენციული ღონისძიებები პერიოდულად უნდა ჩატარდეს, ნაკლები დანაშაული მოხდეს. საპოლიციო კონტროლი არსებობდა ყოველთვის და იარსებებს მომავალშიც, უბრალოდ ახლა ის გახდა პროვოკაციის საგანი”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები