აიღე ახალი, ციფრული mastercard ბარათი „ლიბერთის“ მობაილ ბანკში და დაიბრუნე 15 ლარი პირველ 50-ლარიან ტრანზაქციაზე!
„ლიბერთის“ თავისი მომხმარებლებისთვის მორიგი სიახლე აქვს. 18 ოქტომბრიდან უკვე შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით აიღოთ ახალი, ციფრული mastercard ბარათი “ლიბერთის” მობაილ ან ინტერნეტ ბანკში და გამოიყენოთ ის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური გადახდებისთვის.
გარდა ამისა, mastercard – თან პარტნიორობით, “ლიბერთი” იწყებს აქციას: 50 და მეტი ლარის პირველ ტრანზაქციაზე, ციფრული mastercard – ის ყველა მფლობელი მომენტალურად დაიბრუნებს 15 ლარს ანგარიშზე.
ციფრული ბარათის აღება მარტივია და სულ რამდენიმე წამი სჭირდება. გააქტიურების შემდეგ, მისი გამოყენება მყისიერად არის შესაძლებელი. ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია Google Wallet-სა და Apple Wallet-ში, რაც იძლევა სავაჭრო ობიექტებში როგორც გადახდის, ისე ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „CashBack“-ით სარგებლობის საშუალებას.
ციფრული ბარათის მიბმა არსებულ ან ახალ ანგარიშზეა შესაძლებელი. ბარათი მულტისავალუტო ფუნქციასაც ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე დოლარის, ევროს და ფუნტის ანგარიში. აქციის ფარგლებში, 15 ლარის დაბრუნება, მხოლოდ mastercard – ის ციფრული ბარათის მომხმარებლებისთვის, ლარში განხორციელებული ტრანზაქციისას იქნება შესაძლებელი როგორც ონლაინ, ასევე ტერმინალზე ანგარიშსწორებისას. აქცია არ გავრცელდება აზარტული თამაშებისა და განაღდების ტოლფას ოპერაციებზე.
თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ ლიბერთის მობაილ ბანკის აპლიკაციით, მისი გადმოწერა შეგიძლიათ ბმულებზე iOS, Android.