ქრთამის აღების ფაქტზე ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავეს

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დაკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინა, რომ ოთარ ადომლიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და ასევე თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 50 000 ლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები