ქადაგიშვილი – უკრაინასა და მოლდოვაზე: ყველა რეიტინგით ეს სახელმწიფოები არიან კორუფციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილზე მყოფები

“ჩვენ ვიცით, რომ ყველა რეიტინგით ეს სახელმწიფოები არიან კორუფციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილზე მყოფები და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალებთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საკითხს, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.

„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად შერჩევითი არის და რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებულია ეს დამოკიდებულებები. საინტერესო იქნება ევროკავშირის ელჩის და საელჩოსგან განმარტება“, – აღნიშნა  ქადაგიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები