“მიჩვეული ვართ ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს, მაგრამ რაც ვიხილეთ კონკრეტულად უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, სცდება ყველანაირ მოლოდინს” – მახაშვილი

“მიჩვეული ვართ ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს, მაგრამ რაც ვიხილეთ კონკრეტულად უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, სცდება ყველანაირ მოლოდინს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილი გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტს გამოეხმაურა, საიდანაც, გავრცელებული ცნობით, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე მუხლები ამოიღო.

„ეს მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ევროკომისიის მიზანი, როგორც ჩანს, არ იყო ობიექტური და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და მასზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ამ დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, გამართლება საკუთარი ორმაგი სტანდარტების სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები