შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ  კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2006 წელს დაბადებულ გ.კ. -ს დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი  სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

“პოლიციამ გ.მ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები