მთვრალმა მარადონამ ხორვატიაში იჩხუბა (ვიდეო)
ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად არგენტინელმა ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში იჩხუბა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ მარადონამ ქალაქ დუბროვნიკის ღამის კლუბში იჩხუბა. ფაქტის დაფიქსირება თვითმხილველებმა მობილური ტელეფონით შეძლეს და ინტერნეტში გაავრცელეს. საინტერესოა, რომ მარადონა ჩხუბისას ხშირად იხსენიებდა ცნობილ მოქმედ ფეხბურთელს კუნ აგუეროს, რომელიც წარსულში მარადონას სიძე გახლდათ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LwKVix9L2MY” width=”560″ height=”315″]