ციხეში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

   სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ვ.ჯ. დააკავეს. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, 2014 წლის 9 თებერვალს, ვ.ჯ.-ს საქართველოს სსკ-ის 19, 3781-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა. გამოძიების თანახმად, 2014 წლის 8 თებერვალს, ვ.ჯ. მეგობრებთან – გ.ც. მ.წ. და დ.თ.-სთან ერთად ავტომანქანით მივიდა დაბა ქსანში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული მეგობრებთან ერთად დაწესებულების კედელს მიუახლოვდა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის გადაცემის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე გადააგდო აკრძალული საგნები – სამი მობილური ტელეფონი, რომლებიც შემდგომში დაწესებულების თანამშრომლებმა ამოიღეს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები