ლევან გაბუნია შვილის მკვლელობის საქმის მოწმის დასჯას ითხოვს

  გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია შვილის მკვლელობის საქმის ბოლომდე გამოძიებას ითხოვს. როგორც ლევან გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი შვილისა და გარდაცვლილ ბექა პაპუაშვილის მკვლელობის საქმეები უნდა გაერთიანდეს, რადგან ორივე ახალგაზრდის მკვლელობა ერთმანეთს უკავშირდება.
“მე ვიცი რატომ მოკლეს ჩემი შვილი. პაპუაშვილის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, რომ უკვე ისე მიდიოდა სიტუაცია, რომ მკვლელისთვის ხელი უნდა დაედო და ამოეცნო. ამ ფაქტიდან 10 დღეში ჩემი შვილი მე-16 სართულიდან გადმოაგდეს”, – განაცხადა ლევან გაბუნიამ.
მან შვილის მკვლელობის საქმის მოწმის დასჯაც მოითხოვა, რომელმაც გამომძიებელს ჩვენება მისცა, რომ ის გიორგი გაბუნიას სიკვდილის თვითმხილველი იყო. „როდესაც ეს საქმე აღიძრა, გამოძიება დაავალეს უბნის რწმუნებულს, რომელიც მოვიდა და უცებ მოძებნა მოწმე. ამ მოწმემ თქვა – მე დავინახე ეს ბიჭი, დაფიქრებული სახით სახურავზე იჯდა, შემდეგ უცებ გაიქცა და გადახტა სახურავიდანო. სწორედ ამ მოწმის დასჯას ვითხოვ”, – განცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის საქმეს ხელს მაშინდელი პროკურორი და ის შვიდი გამომძიებელი აფარებდნენ, რომლებიც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდნენ. 2003 წლის 28 დეკემბერს გიორგი გაბუნია საეჭვო ვითარებაში გადმოვარდა 16 – სართულიანი კორპუსიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები