კოლუმბიაში გარდაცვლილი ადამიანის ორგანოებს ახლობლების უნებართვოდ ამოიღებენ
კოლუმბიის პარლამენტის წევრებმა მიიღეს ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა უფლებას იტოვებს, გარდაცვლილი ადამიანის ორგანოები ამოიღოს ახლობლების ნებართვის გარეშე, თუ ეს უკანასკნელი სიცოცხლეში ამ პროცედურის წინააღმდეგი არ იყო. საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ მიხედვით, ახალი კანონპროექტი პარლამენტში როდრიგო ლაროი რესტრელომ წარადგინა, რომელიც პარტია ,,რადიკალური ცვლილებების“ წევრია. კანონპროექტის ავტორის განმარტებით, დოკუმენტს უახლოეს მომავალში კონგრესი განიხილავს. ის, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ავადმყოფთა დასახმარებლად, რომლებსაც სხვადასხვა ორგანოს გადანერგვა ესაჭიროებათ. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკაში და, კერძოდ, კოლუმბიაში საკმაოდ დაბალ დონეზეა განვითარებული დონორობის კულტურა.