სტივენ ჰოკინგი: ,,ჰიგსის ბოზონის“ ექსპერიმენტებმა შეიძლება დრო და სივრცე გააქროს
ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივ ჰოკინგი მსოფლიოს საზოგადოების გასაგონად აცხადებს, რომ ე.წ. ,,ჰიგსის ბოზონის“ ექსპერიმენტები საფრთხეს უქმნის მთელ სამყაროს.
მეცნიერის აზრით, აღნიშნული კუთხით სამეცნიერო ექსპერიმენტების გაგრძელებამ შეიძლება მატერიალური სამყაროს ორი მთავარი განზომილების -მდროისა და სივრცის დეფორმაცია და, საერთოდ, გაქრობა გამოიწვიოს. ,,ჰიგსის ბოზონს“ გააჩნია სახიფათო პოტენციალი, რამაც შეიძლევა ვაკუუმიც გააქროს. ამჟამად სტივ ჰოკინგი მუშაობს ახალი წიგნზე ,, Starmus“ , რომლის პრეზენტაციაც ოქტომბერში შედგება. წიგნში შესულია ფიზიკოს-თეორეტიკოსების ლექციათა კრებული, რომელიც დროისა და სივრცის პრობლემებს ეხება.
ჰოკინგის ახალ კონცეფციას საფუძვლად უდევს ჰიპოთეზა ვაკუუმის კვანტური დაშლის შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი ვაკუუმი, ენერგიის განსხვავებული რაოდენობით. ზოგიერთი თეორეტიკოსის აზრით, ჩვენი სამყარო მაღალი ენერგეტიკული ვაკუუმის დონეზე მდებარეობს, რომელმაც მიიღო სახელწოდება ,,ცრუ ვაკუუმი“.