"ბულაჩაურის" დირექტორი და მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღების ფაქტზე, სამშენებლო კომპანია “ბულაჩაურის” დირექტორი ვალერიან კირკიტაძე და მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გოგა გოგია დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ გოგა გოგიამ ვალერიან კირკიტაძისგან მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, კერძოდ, კ2 კოეფიციენტის უკანონო გაზრდისთვის, ქრთამის სახით 2 500 აშშ დოლარი აიღო. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 339-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები