სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ს დომენი დაბლოკილია

სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ს დომენი დაბლოკილია. დაბლოკვის მიზეზი არის ის, რომ ქსელის მისამართის მფლობელმა მესაკუთრის შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ-ტასი“ „რუ-ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუ-ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, კომპანიამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია დროულად არ წარადგინა. დოკუმენტები მხოლოდ მეორე დღეს იყო ჩაბარებული, ამიტომ დომენი დაიბლოკა. თუმცა მოსკოვის დროით 11:50 დომენის დელეგირება იყო აღდგენილი. მის სრულ ამუშავებას დრო სჭირდება , – აღნიშნა ვორობიოვმა.
მანამდე „ვკონტაკტე“-ს პრესსმდივანი გიორგი ლობუშკინი ტვიტერში წერდა იმის შესახებ, რომ დომენი სოციალური ქსელის „რუ-ცენტრის“ რეგისტრატორის მუშაობის შეფერხების გამო დაიბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები