დავით ქართველიშვილი: რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში – იმედია, ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან

სომხეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი და იმ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტურის მხილებას ეხება.

„ვაგრძელებთ განგაშის ზარებს: ერევანში დაკავებულია უკრაინის 57 მოქალაქე, აქედან ოთხი ქალბატონი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კადრის (!) თანამშრომელია. უკრაინის რვა მოქალაქეს უკვე წაუყენეს ბრალი და მათ მიმართ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით: სამართალდამცველებზე თავდასხმა, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა/გასაღება და სხვა. ამ 57-დან, 44 ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ხოლო 13 – საქართველოდან. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელების დაკავება/დაპატიმრება მოხდა სომხეთში, რომელმაც დეკლარირებულად განაცხადა თავის დისტანცირებაზე რუსეთისა და ორგანიზაცია ОДКБ-დან. რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი, თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში, იმედია ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან,” – წერს დავით ქართველიშვილი საკუთარ facebook გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები