„ლიბერთი ბანკი“: ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ „ტვ პირველის“ მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს „ლიბერთი ბანკისა“ და მისი აქციონერების იმიჯს

ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ „ტვ პირველის“ მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს „ლიბერთი ბანკისა“ და მისი აქციონერების იმიჯს, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში წერია.

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

ასევე, არც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე, არასოდეს ფლობდა “ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.

ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები