მიუნხენში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება
საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მიუნხენის მთავარ ბიბლიოთეკასთან შეთანახმებას მიაღწია, რის საფუძველზეც იქ ქართული წიგნების ფონდი გაიხსნება. ამ ეტაპზე ფრანკფურტის გოეთეს ინსტიტუტში ქართული ენის კორპუსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. ქართული სათვისტომოს თაოსნობითა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში ეკლესიის მიერ გამოყოფილ ოთახში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება.