ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 27 ჟურნალისტი დაიღუპა – პრესის გაერთიანება

2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 27 ჟურნალისტი დაიღუპა და მრავალი სხვა დაშავდა,- ამის შესახებ განცხადებას ლიბანის პრესის სინდიკატის რედაქტორები ავრცელებენ.

განცხადებაში სინდიკატმა დაგმო ისრაელის მიერ ოთხშაბათს, სამხრეთით მდებარე ქალაქ ტაირიში ჟურნალისტების ჯგუფის წინააღმდეგ თავდასხმა, რომლის დროსაც რეპორტიორი ამალ ხალილი მოკლეს, ხოლო მისი კოლეგა ზეინაბ ფარაჯი დაიჭრა.

„მისი მკვლელობით, დაღუპული ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების რიცხვი 27-მდე გაიზარდა, ასევე გვყავს დაშავებულთა დიდი რაოდენობის“, – ნათქვამია განცხადებაში.

სინდიკატმა მოუწოდა არაბი ჟურნალისტების ფედერაციას, ითანამშრომლოს საერთაშორისო და არაბულ პრესის გაერთიანებებთან, რათა მხარი დაუჭირონ ლიბანელ ჟურნალისტებს ისრაელის განზრახ თავდასხმების ფონზე.

მან ასევე მოუწოდა ლიბანში მომუშავე ჟურნალისტებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, თავი აარიდონ მაღალი რისკის ზონებს და კოორდინაციით იმოქმედონ ლიბანის არმიასთან და ისრაელის თავდასხმების სამიზნე რაიონებში მყოფ სხვა ოფიციალურ უსაფრთხოების ძალებთან, მათ შორის UNIFIL-თან, ლიბანის წითელ ჯვართან და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან, „რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი მოულოდნელი ფატალური რისკი“.

სინდიკატმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებებმა ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეების, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ, „ყველა ზღვარს გადააჭარბა“ და მოუწოდა ლიბანის მთავრობას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანოებში და სამართლებრივი სარჩელი შეიტანოს ისრაელის წინააღმდეგ.

ოფიციალური მონაცემებით, 2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 2475 ადამიანი დაიღუპა, 7696 დაიჭრა და 1.6 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები