პრინცი ჰარი უკრაინას ეწვია

გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი უკრაინის დედაქალაქს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში პრინცი ჰარი უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ბრიტანული გამოცემა ITV News-ის ცნობით კი, კიევში ჩასვლისას პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სურს მსოფლიოსა და საკუთარ ქვეყანაში საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, თუ რა რეალობის წინაშე დგას უკრაინა.

ასევე, სურს მხარდაჭერა გამოუცხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ პირობებში ყოველდღიურად მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები