პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და სტრატეგიული ობიექტების შესახებ მონაცემებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.