რომან გოცირიძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ ,,ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განსახორციელებელ რეფორმებზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და “ევროოპტიმისტების” სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს. ხაზი გაესვა ,,ევროოპტიმისტების” მიერ ბოლო პერიოდში წარდგენილ კანონპროექტებსაც.