საუკეთესო საბავშვო ლიტერატურისთვის – ჯილდო 5 მილიონი შვედური კრონა

   საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარსადგენ კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს. ბიბლიოთეკა საქართველოდან ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ყოველწლიურად 2 კანდიდატს წარადგენს.
საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო ბავშვთა ლიტერატურის სფეროში მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა. ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს ყოველწლიურად 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 755 000 აშშ დოლარი, ან 550 000 ევრო) გადაეცემა. ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარადგენს კონკურსანტებს შემდეგ ნომინაციებზე: საბავშვო მწერალი, საბავშვო ილუსტრატორი, საბავშვო ზეპირი მთხრობელი და ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები