ბუდისტი ბერის მუმია

1927 წელს ბურიატიის ერთ-ერთ სოფელში ბიჭუნა დაში-დორჯო დაიბადა, რომელმაც საკმაოდ უცნაური ბავშვობის შემდეგ სულიერი ცხოვრება 16 წლის ასაკში დაიწყო. ის ტიბეტის ბუდისტური ტრადიციებით გაიზარდა და ბურიატში ბუდისტი ლამის სტატუსი მიიღო. სიკვდილის წინ მან მრავალრიცხოვან მოწაფეებს უთხრა, რომ სხვა სამყაროში მისი წასვლის დრო მოვიდა. იგი მედიტაციისას, ლოტოსის პოზაში გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის შემდეგ ბუდისტი ბერი ხის პატარა კიდობანში მოათავსეს, რადგან მისი სხეული არ იხრწნებოდა. წლების მანძილზე ორჯერ მოხდა მისი სხეულის ექსჰუმაცია, თუმცა ეს ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. ბოლო პერიოდში მისი სხეულის დეტალური შესაწავლისას სამედიცინო ანალიზმა აჩვენა, რომ სხეული 36 საათის გარდაცვლილი იყო. რეალურად კი ბურიატელი ბერი 90 წლის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები