აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართველ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

   საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ჩაკ ჰეგელმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გმირთა მოედანზე პენტაგონის ხელმძღვანელი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ სამხედროებსაც გაესაუბრა.
დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და ამერიკული დელეგაციის წევრებმაც.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები