თეთრი სახლი საქართველოს და მოლდავეთს სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის

   აშშ სამხედრო დახმარებას რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს და მოლდავეთს გაუზრდის. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.
„ჩვენ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნების, განსაკუთრებით კი მოლდოვეთის და საქართველოს დახმარების გეგმას ვამუშავებთ. მაღალი დონის კონტაქტებთან ერთად, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში უშიშროების სფეროში დახმარების ინტენსირებას ვგეგმავთ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
„იმ შემთხვევაში, თუ კონგრესისგან დაფინანსება იქნება, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის ინიციატივაში, ასევე, უკრაინისთვის, მოლდავეთისთვის და საქართველოსთვის საკუთარ ქვეყნებზე ზრუნვის შესაძლებლობების გაზრდისთვის დამატებითი დახმარება იქნება შეტანილი. გარდა ამისა, ჩვენ ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს იმის თაობაზე, რომ ამ სამ ქვეყანასთან კონტაქტების და მხარდაჭერის კიდევ უფრო აქტიური პროგრამები დავამუშაოთ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები