სოსო მანჯავიძე: ორი დღეა, იმ ბავშვების ხმა ჩამესმის ყურში – ადამიანი მოკლეს ორი ბავშვისა და ცოლის თვალწინ

ორი დღეა, იმ ბავშვების ხმა ჩამესმის ყურში.
ადამიანი მოკლეს ორი ბავშვისა და ცოლის თვალწინ, ზურგში სამი გასროლით, მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდა, ცოლის ღირსება დაეცვა, – ამის შესახებ ექსპერტი, სოსო მანჯავიძე წერს და უკრაინაში სამართალდამცველების მიერ ქართველი კაცის მკვლელობას ეხმაურება.

“ქმრის მკვლელობის შემდეგ ქალი დაიჭირეს, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიაო.
ეს ფაშისტები კი პოლიციას ამართლებენ.
ჰოდა, ქართველო ფაშისტებო, რომლებიც თქვენი უკრაინელი ფაშისტი თანამოძმეებივით ამართლებთ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც მთელი უკრაინელი ხალხის გენოციდის პოლიტიკის ორგანული ნაწილია, დასანდობები არ ხართ.
თქვენ ის მოდგმა ხართ, საკუთარ სისხლსა და ხორცს რომ იმეტებს კერპისათვის.
ბოღმის, პატივმოყვარეობის და , გაუნათლებლობის გამო გესლი გადმოგდით ცხვირ-პირიდან და რეპტილიებად ხართ ქცეულნი, რომელიც არ თვინიერდება.
საქართველოს მთავრობა!
ჩამოხსენით ეგ დროშები სამთავრობო შენობებიდან!
იქონიეთ მცირედი თავმოყვარეობა მაინც!
ეგ არა უკრაინის, არამედ მისი განადგურების დროშაა!
ეგ ხროვა პირნათლად ასრულებს უკრაინის მოსახლეობის განადგურების გეგმას, რომელზეც ღიად საუბრობდა ზბიგნევ ბზეჟინსკი და რომელსაც სწორედ პუტინისა და ზელენსკის ხელით ასრულებენ.
მათ რომ არც საქართველოს გახარება-გამრავლება უნდათ, მხოლოდ ისეთი დებილისთვის არაა ცხადი, კვლავ ზელენსკის რომ ადიდებს.
საწინააღმდეგო აზრის მქონე აქ თუა ვინმე, სასწრაფოდ გავიდეს, ვერ ვიტან ფაშისტებს და მათ მრევლს.” – წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები