ანა არგანაშვილი – წითლიძეს: პოლიტიკოსი ქალი რომ ხარ, შენი ოჯახის წევრი თუ ოჯახში მოძალადეა და არ იმჩნევ, შენ ქალების უფლებებს ან პოლიტიკაში ან პარლამენტში როგორ დაიცავ?

პოლიტიკოსი ქალი რომ ხარ, შენი ოჯახის წევრი თუ ოჯახში მოძალადეა და არ იმჩნევ, შენ ქალების უფლებებს ან პოლიტიკაში ან პარლამენტში როგორ დაიცავ? – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი, ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრს, ანა წითლიძეს მიმართავს.

„მაშინ თქვი, რომ ოჯახში ძალადობა მისაღებია თუ ახლობელი ძალადობს და ჩვენ გადავწყვეტთ გვინდა თუ არა ამ ღირებულებების ადამიანი ქვეყნის ბედს წყვეტდეს ასევე – მისი თანაპარტიელები პოლიტიკაში.

ძალადობის წინ არც „მაგრამ“ და არც „ოპოზიცია“ არ იწერება. ან გააკეთეთ რეაგირება ან ჩვენ დავარქმევთ ამას სახელს. როდემდე არ შევიმჩნიოთ, რომ ქალი წერს საჯაროდ ძალადობაზე? დაგთაგოთ მთელი პარტია თუ შეიმჩნევთ? Hello from the other side „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – წერს ანა არგანაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს ყოფილი რძალი ქალთა მიმართ ძალადობის დამალვაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები