ანა წითლიძეს ყოფილი რძალი ქალთა მიმართ ძალადობის დამალვაში ადანაშაულებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს ყოფილი რძალი (ძმის ყოფილი ცოლი) გვანცა ამურველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს.
ამურველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერ წევრს ქალთა უფლებებზე პარლამენტიდან საუბრის პარალელურად მისი ძმის მიერ მცირეწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობის ფაქტს ახსენებს.
,,შენმა ძმამ ორჯერ მცემა ქუჩაში ბავშვით ხელში, ამას გწერ და ნახ** მიშვებ… მაგრად დაიცავი ქალების უფლებები პარლამენტიდან, მთავარია შენი ძმის მძღ** დამალო და დაფარო… პასუხი მაინც გაგეცა ასე ყ..-ზე დაკიდება ჩემი ფიზიკის და ფსიქიკის რანაირად თავსდება შენს ფილოსოფიასა და ადამიანობაში? ახლაც ამაყობ ჩემით და ახლაც ლამაზი ვარ? თუ მხოლოდ მაშინ როცა მძღ** ვმალავდი? Ana Tsitlidze” – წერს ანა წითლიძის მისამართით ყოფილი რძალი გვანცა ამურველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები