საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ესტუმრება

  საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი ესტუმრება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰეიგელი თავდაცვის უწყებაში 7 სექტემბერს მივა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დაგეგმილია ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია. იმავე დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ქართველ კოლეგასთან ერთად, ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” ქართველ სამხედროებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდება და მათ სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები