„ამათი ბედი, რომ მთავრობაში არ ვარ, თორემ ძელზე გასმას მოვანატრებდი“
“ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” წევრი გიო საჯაია მსახიობ გიო ცინაძის იგივე “მყუდროს“ მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება.
საჯაია ფეისბუქის საშუალებით ცინაძეს პატრიარქთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის შესახებ კითხვით მიმართავს და “საბოლოოდ მიმყუდროვებას“ ჰპირდება.
“გია ცინაძეს, ანუ იგივე “მყუდროს” უთქვამს, “სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც პირველს ილია მეორეს დაიჭერს, მანამდე არაფერი გვეშველება”-ო და რა მინდა, გკითხოთ… ეს განსხვავებული აზრია? თუ ეს განსხვავებული აზრია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება, მაშინ მე ვიტოვებ უფლებას, ერთდროულად დავრჩე პლურალიზმის აპოლოგეტად და ეს “აზროვნების გიგანტი” იქ მივამყუდროო საბოლოო დადებილებამდე, სადაც შემხვდება. მერე არ დაიწყოთ – კრიმინალმა მოიმატაო. ამათი ბედი, რომ მთავრობაში არ ვარ, თორემ ძელზე გასმას მოვანატრებდი მათ, ვინც ქრისეტს სახელით რელიგიას შიგნიდან ერჩის და მათ, ვინც “ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გარედან ერჩის“, – წერს გიო საჯაია.
ცნობისთის, მსახიობმა გია ცინაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც პირველს ილია მეორეს დაიჭერს..(არამარტო ამათი ბლატაობის გამო… უფრო მძიმე საქმეები.. ქვეყნის წინააღმდეგ), მანამდე არაფერი გვეშველება (პრინციპში ახლა უკვე რაღა დროსია)“, – წერს ცინაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.