ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა მკვლელის ვინაობა დაასახელა
აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ბერძენიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მკვლელის – გიორგი ოქროპირიძის ვინაობას ასახელებს.
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს ჩაინიშნა.