გორის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საბიუჯეტო კოდექსის“ გათვალისწინებით მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის 2024 – 2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საბიუჯეტო კოდექსის“ გათვალისწინებით მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ საბიუჯეტო პარამეტრები უკვე გააცნო.

ჯგუფს, რომლის წევრებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისაა და საკრებულოს თანამშრომლები არიან, მერი ხელმძღვანელობს.

პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა.

დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები