მარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ, ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველების მიერ ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები