მსჯავრდებულებმა ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 16 პირობით მსჯავრდებული საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, პრობაციონერებმა დაათვალიერეს ხელოვნების ნიმუშები, სააფიშო, ხელნაწერთა, სახვითი ხელოვნების, ფოტო და მუსიკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატები. პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად აწყობს პირობით მსჯავრდებულებისათვის კულტურულ ღონისძიებებს, რაც მათ სოციალურ რეაბილიტაციაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება.