ნოდარ ხადური: მთავრობა თბილისის მერიას სესხის აღებაზე დათანხმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობამ მერიას თანხმობა მისცა საჭიროების შემთხვევაში სესხი აიღოს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, თბილისის მერიამ თანხმობა ითხოვა, რომ სესხი აიღოს თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დაახლოებით 30 მილიონი ლარის მოცულობით.
“დღეს მთავრობამ ამაზე იმსჯელა და მერიას თანხმობა მისცა, საჭიროების შემთხვევაში აიღოს ეს თანხა. ეს თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღოს მერიამ, თუ მის ანგარიშებზე იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე სასესხო ხელშეკრულებით არის გათვალისწნებული. ამავე დროს, თანხები აიღება მხოლოდ ტრანშებით ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები