წულუკიანი: მთავრობა მკაცრი იქნება მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას გაბედავს

    მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას და თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
“რა თქმა უნდა, იმ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის მიმართული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, მკაცრი უნდა იყოს. ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, მაგრამ აუცილებელია და დავალებაც მივიღეთ, რომ შს სამინისტრომ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, რათა თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს – იარაღის უკანონო ტარება, იქნება ეს ცივი იარაღი თუ ცეცხლსასროლი იარაღი, არ არის კანონით დაშვებული.
იუსტიციის სამინისტრო მთავრობას მომავალ სხდომაზე წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომლითაც გამკაცრდება იარაღის, მით უმეტეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჩვენს კანონებში არსებული ნორმები“,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო ირაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები