ოკუპირებულ ტყვარჩელში 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი დანაშაული დაფიქსირდა, 50 პირს კი ეძებენ

ოკუპირებული ტყვარჩელის პოლიციის სამმართველოს მიერ 2023 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი დანაშაული აქვს დარეგისტრირებული, რომელიც გახსნილია, მაშინ  – როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6 დანაშაული დაფიქსირდა, მათგან 3 გახსნილია.

ამის შესახებ ტყვარჩელის რაიონის პოლიციის სამმართველოს ე.წ უფროსმა, არსენ ბიძევმა რაიონის აქტივისტებთან გამართულ საველე შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამართა.

ამასთან, მისი თქმით, ტყვარჩელის რაიონში 50 ადამიანს ეძებენ, გასული წლის საანგარიშო პერიოდში 49 ადამიანი იძებნებოდა.

ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა 101 ადამიანს დაეკისრა, შარშან კი – 58-ს.

6 თვის განმავლობაში, 1 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, რის შედეგადაც 2 ადამიანმა მსუბუქად დაშავდა, გასული წლის ამავე პერიოდში სამი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, მაშინ ხუთი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები