“შენი სიცოცხლის გადასარჩენად” სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადარჩენილი მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“შენი სიცოცხლის გადასარჩენად” სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადარჩენილი მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431-ე ბრიგადისთვის ეს გამოძახება განსაკუთრებული აღმოჩნდა. ადგილზე მისულებს დერეფანში უგონო მდგომარეობაში მყოფი ხანშიშესული ქალბატონი დახვდათ — მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
მონიტორზე უპულსო პარკუჭოვანი ტაქიკარდია დაფიქსირდა.
ასეთ დროს გადამწყვეტია ბრიგადის სწრაფი რეაგირება, პროფესიონალიზმი და კოორდინირებული მოქმედება.
პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დროულად ჩატარების შედეგად, შესაძლებელი გახდა გულის რითმის აღდგენა — სინუსური რითმი დაბრუნდა, ხოლო პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა.
1431-ე ბრიგადის მიერ პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
ეს ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების უმნიშვნელოვანეს როლს — იმ წუთებში, როცა ყოველი წამი სიცოცხლის ფასად ღირს.

#გვეამაყება
ექიმი ტარიელ მღებრიშვილი
უმცროსი ექიმი სოფო ავალიშვილი
მძღოლი გოდერძი უდესიანი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები