უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი: მადიარი პოლონეთს ეწვია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი თანამდებობის დაკავებიდან პირველ ვიზიტის ფარგლებში პოლონეთს ეწვია.
“ჩვენ უბრალოდ ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ. ამიტომ, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ და ვეძებოთ, რა გვაქვს საერთო და რითი ვგავართ ერთმანეთს. ეს რთული არ არის, როდესაც საქმე პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობებს ეხება,” – განაცხადა მადიარმა.
მასთან ერთად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი ისტვან კაპიტანი, ტრანსპორტისა და ინვესტიციების მინისტრი დავიდ ვიტეზი და თავდაცვის მინისტრი რომულუშ რუზინ-სენდი.
მადიარი ასევე შეხვდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს.
“სასიამოვნოა შენი ნახვა, პეტერ. 16 წლის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობებში,” – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.