გიორგი გაბუნია: არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია

“არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, თავად ევრო ბიუროკრატიის ინიციატივით არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგის, დისკუსიის არანაირი პლატფორმა ამ ეტაპზე.

„ჩვენ მუდმივად ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით, რომ არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, თავად ევრო ბიუროკრატიის ინიციატივით არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგის, დისკუსიის არანაირი პლატფორმა ამ ეტაპზე. როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ უხეშად ჩაერიო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც ცდილობ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში გქონდეს შენი მმართველობითი ხელი. საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებდა კანონს, რომ არ ყოფილიყო ჩართული არასამთავრობო სექტორი. ისე იყო მოწყობილი კანონმდებლობა, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გარეშე ქვეყანა კანონს ვერ იღებდა.
ჩვენ პრინციპულ, პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გათავისუფლებულიყო ამ ჩრდილოვანი მმართველობის მარწუხებისგან და გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამას მოჰყვა წინააღმდეგობა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები