თეირანში მასობრივი ქორწინების ცერემონიები გაიმართა – მონაწილეები ისრაელთან შესაძლო ომში „თავგანწირვისთვის მზადყოფნას“ აცხადებენ(ფოტო)

ირანის დედაქალაქ თეირანში მასობრივი ქორწინების ცერემონიები გაიმართა იმ წყვილებისთვის, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისრაელთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ქვეყნის დასაცავად სიცოცხლის გაწირვისთვის მზად არიან. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანულ სახელმწიფო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცერემონიები ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა. ღონისძიებებში გამოყენებული იყო სამხედრო სიმბოლიკა, მათ შორის ირანის დროშები, სამხედრო ტექნიკა და რაკეტების მაკეტები.

ირანული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებები ე.წ. „თავგანწირვის“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. ხელისუფლების განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი მილიონობით ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის დასახელდნენ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი და ქვეყნის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.

ირანული მედიის ცნობით, აქცია ე.წ. „თავგანწირვის“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მონაწილეებიც აცხადებენ, რომ ქვეყნისა და ისლამური რესპუბლიკის დასაცავად მზად არიან.

მედიის თანახმად, ომის დაწყების დღიდან, ირანის ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად მართავს მთავრობის მხარდამჭერ მასშტაბურ შეკრებებს, რათა კონფლიქტის ფონზე მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაციას გაუსვას ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები