დავით ქართველიშვილი: ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა

„არ გვპატიობენ 17 მაისს – ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად – მეუფე ზენონის არ არჩევას, ხოლო ქორეპისკოპოსად – დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილის შევარდნის ფაქტს ეხმიანება.

ქართველიშვილის თქმით, ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ და მწვავე ფაზაში გადავიდა.

„არ გვპატიობენ 17 მაისს – ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად – მეუფე ზენონის არ არჩევას, ხოლო ქორეპისკოპოსად – დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში. დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, შლაგბაუმისა და შესასვლვლელი კარების გარღევით საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი.

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს გარშემო არაერთი მწვავე დაპირისპირება განვითარდა – 2016 წელს ლგბტ აქტივისტების მხრიდან საპატრიარქოს შენობასთან პროვოკაციული აქციებისა და სიმბოლიკის დატანის მცდელობებიდან დაწყებული, 2021 წელს Tbilisi Pride-ის ირგვლივ გამწვავებული იდეოლოგიური კონფლიქტით დასრულებული, როდესაც ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აქტივისტების ნაწილი ეკლესიას „შეუწყნარებლობაში” ადანაშაულებდა და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის შემცირებას მოითხოვდა.

მაგრამ, დღეს რაც ჩაიდინეს, მსგავს ვანდალობას მაინც ვერ რისკავდნენ. ეტყობა პოლიტიკურ პროზექტურაში მოთავსების წინ იმდენად გაშმაგებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანია ჩვენი მოთმინებით, პრაგმატიზმით და პოზიტიური მომავლის იმედით, რომ ვეღარ გაუძლეს. აქამდე საპატრიარქოს კუთვნილ შენობებზე ფართომასშტაბიანი ფიზიკური თავდასხმების ან შტურმის დადასტურებული ფაქტები არ დაფიქსირებულა – ასე რომ, ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა,” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები