ევროკავშირმა და უკრაინამ 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური პაკეტის ნაწილია, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად 2026-2027 წლებში გამოიყოფა.
დოკუმენტს ევროკავშირის მხრიდან ეკონომიკის კომისარმა ვალდის დომბროვსკისმა მოაწერა ხელი. შეთანხმების ამოქმედებისთვის აუცილებელია მისი რატიფიცირება უკრაინის პარლამენტის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, 8.35 მილიარდი ევრო უკრაინამ 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად უნდა მიიღოს.
დამატებითი 8.35 მილიარდი ევროს გამოყოფა კი „Ukraine Facility“-ის მექანიზმის ფარგლებში იგეგმება.