“რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი პრაქტიკული კუთხით და ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება, ყველაფერი გაკეთდა” – ირაკლი კობახიძე
„მე არ მიმაჩნია, რომ შეუთავსებლობაა ევროკომისრისა და ჩვენს შეფასებებში. არის ციფრები, რომლის თანახმადაც სამი რეკომენდაცია სრულად შესრულდა და დანარჩენი არასრულად არის შესრულებული. მე რაში ვხედავ თანხვედრას, დღემდე რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა ყველაფერი გაკეთდა. ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი პრაქტიკული კუთხით და ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება, ყველაფერი გაკეთდა. მაგალითად, თუ დააკვირდებით რეკომენდაციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულება არის საჭირო. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ჩვენ ვთანხმდებით შეფასებაზე. ანუ კანონმდებლობა არის მოწონებული. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლებოდა გაკეთებულიყო ის გაკეთდა, კანონმდებლობა შემუშავდა.
იგივე ეხება რეგლამენტის რეფორმას. აქაც რეგლამენტი დაიხვეწა. რატომ გვეუბნებიან რომ სრულად შესრულებული არ არის? იმიტომ, რომ ჯერ პრაქტიკაში უნდა დაინერგოს ეს ყველაფერი. დღემდე რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არსებითი ამოცანა იყო კანონმდებლობის გადასინჯვა, ეს უკვე გაკეთდა. რაც შეეხება კომისარ ვარჰეის, ის გვეუბნება, რომ კარგია კანონმდებლობის გადასინჯვა, მაგრამ ახლა საჭიროს ამ ყველაფრის აღსრულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.