ზელენსკი უკრაინის ელჩს 48 საათში კიევის დატოვებისკენ და თბილისში სააკაშვილის საქმეზე კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს კიევის დატოვებისთვის 48 საათი მისცა, რათა საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამართოს.

როგორც სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას უნდა გადასცეს.

„ამ მომენტში, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები