დავით მათიკაშვილი: კონსენსუსის მიღწევა არ უნდა იყოს სპეკულაციის საგანი

კონსენსუსის მიღწევა არ უნდა იყოს სპეკულაციის საგანი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონსენსუსი შეიძლება, შედგეს იმ ძალებს შორის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი აერთიანებს, რადიკალური ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დასაზიანებლად.

„კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონსენსუსის საფარქვეშ ვერ დავარღვევთ დემოკრატიულობის ფარგლებს, ვერ მივცემთ ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ კონსენსუსის ნაცვლად ოპოზიცია გახდეს გარკვეულ საკითხებში მმართველი ძალა, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები