გურამ მაჭარაშვილი: მეორე ფრონტის მომხრეები არიან რადიკალურ ოპოზიციაში
“არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც არის ოკუპირებული 20%, რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის მხარდაჭერა – როგორ შეიძლება პრიგოჟინის პარტია გახდე ოპოზიციური პარტია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციაში მეორე ფრონტის მომხრეები არიან.
“არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც არის ოკუპირებული 20% რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის მხარდაჭერა, რომელიც ასევე ჩვეულებრივ იბრძოდა უკრაინაში, რუსეთის სასარგებლოდ გააკეთო განცხადებები. როგორ შეიძლება, პრიგოჟინის პარტია გახდე ოპოზიციური პარტია. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გარეშე როგორმე მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? ეს რადიკალური ოპოზიცია სწორედ აქეთკენ მოგვიწოდებდა, რომ ოსებთან და აფხაზებთან შევსულიყავით ტანკებით. აქედან გამომდინარეობს სწორედ ის, რომ გამოჩნდა კიდევ, მეორე ფრონტის მომხრეები სამწუხაროდ არიან რადიკალურ ოპოზიციაში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.